ამ კანონპროექტის ისტორიული მნიშვნელობა პოლიტიკას სცილდება – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მას შემდეგ, რაც აშშ-ის სენატმა დაამტკიცა უკრაინის მრავალმილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტი, მადლობა გადაუხადა სენატორებს, უმრავლესობის ლიდერს ჩაკ შუმერს და რესპუბლიკელ ლიდერს მიჩ მაკკონელს, ყველა ამერიკელსა და აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს.

ზელენსკიმ თქვა, რომ მადლიერია ყველა ამერიკელის, ვინც აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და აცნობიერებს, რომ ,,ამ კანონპროექტის ისტორიული მნიშვნელობა სცილდება პოლიტიკას”.

,,შორი მოქმედების იარაღი, არტილერია და საჰაერო თავდაცვა უაღრესად მნიშვნელოვანი იარაღია სამართლიანი სამყაროს სწრაფი აღდგენისთვის”, – აღნიშნა ზელენკსიმ.

მსგავსი თემები