რუსეთში სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებზე ხანძარია

რუსეთში, სმოლენსკის ოლქში, ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი საწვავისა და ენერგეტიკის ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად გაჩნდა.

,,დიდი ალბათობით, სამოქალაქო, საწვავის და ენერგეტიკულ ობიექტებზე მტრის თავდასხმის შედეგად, ხანძარი გაჩნდა სმოლენსკისა და იარცევოს რაიონებში”, – დაწერა გუბერნატორმა.

მისივე თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ძალები საჰაერო სამიზნეებს ებრძვიან და მსხვერპლი არ არის. ადგილზე კი შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

მსგავსი თემები