რუსული კანონის გაწვევაზე მოწოდებას კიდევ 6 ქვეყნის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეები უერთდებიან

კიდევ 6 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები აკრიტიკებენ საქართველოში ხელახლა შემობრუნებულ რუსულ კანონს. ერთობლივ განცხადებას და მოწოდებას, რუსული კანონის გაწვევაზე შეუერთდნენ – ბელგია, ბულგარეთი, ისლანდია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, სლოვენია.

,,ჯამში უკვე 20 ევროპელი თავმჯდომარე გამოხატავს პროტესტს საქართველოში რუსული კანონის მიმართ”, – წერს ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი.

თავდაპირველად ევროპული ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა განცხადება 5 აპრილს გაავრცელეს:

,,მოვუწოდებთ მმართველ პარტიას “ქართველის ოცნებას” გაიწვიოს კანონპროექტი საპარლამენტო განხილვებიდან, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ქართული საზოგადოების ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას და ვიმედოვნებთ, საქართველო დაიცავს თავის ვალდებულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობისადმი”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები