მექსიკაში მერობის ორი კანდიდატი მოკლეს

მექსიკაში მერობის ორი კანდიდატი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ნოე რამოსია. მას ტამაულიპას შტატის ქალაქ სიუდად მანტეში, ცივი იარაღით მაშინ დაესხნენ თავს, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებოდა.

რაც შეეხება მერობის მეორე კანდიდატს, ალბერტო ანტონიო გარსიას, რომელიც ოახაკას ქალაქ სან ხოსე ინდიპენსიას მერობისთვის იბრძოდა, ის ოთხშაბათს გაუჩინარდა. დღეს კი გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც უცხოური მედია წერს, 2024 წლის საყოველთაო არჩევნებში მონაწილე მოკლულ პოლიტიკოსთა რიცხვმა 17-ს მიაღწია.

მსგავსი თემები