მაშველებმა გლდანის მეორე მიკრორაიონში, 37-ე კორპუსის საჰაერო მილში ჩავარდნილი კატა გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა გლდანის მეორე მიკრორაიონში, 37-ე კორპუსის საჰაერო მილში ჩავარდნილი კატა გადაარჩინეს.

მაშველებმა, პირველ რიგში, მისი მდებარეობა ზუსტად განსაზღვრეს. სიღრმეში ჩავარდნილი ფისოს სხვენიდან ჩაშვებული თოკებით ვერ ამოიყვანეს, ამიტომ მათ მეპატრონის თანხმობით, მეორე სართულზე, ერთ-ერთი ბინის საჰაერო მილი გამოტეხეს და კატა უსაფრთხოდ გამოიყვანეს. სამაშველო ჯგუფმა ფისო, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, თავშესაფარში გადაიყვანა.

აღნიშნული შემთხვევების პრევენციისათვის, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო გთხოვთ, საჰაერო მილები დალუქოთ მეტალის ბადეებით, ან სხვა საშუალებით, ვინაიდან, სხვენიდან ღია მილებში კატებისა და კნუტების ჩავარდნის ფაქტები საკმაოდ ხშირია.

მსგავსი თემები