რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველომ, შესაძლოა უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი დაკარგოს – გერმანელი დეპუტატი

გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ჰელგე ლინდი ამბობს, რომ საქართველოში რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, არაა გამორიცხული, რომ საქართველო თავშესაფრის მიზნებისთვის ,,უსაფრთხო ქვეყნების” სიიდან ამოიღოს.

,,თუ აღმოჩნდება, რომ საქართველოში მოსახლეობას უნდა ეშინოდეს დევნის, “შესაბამისი შედეგები მოჰყვება”. საქართველო, მოლდოვასთან ერთად, მხოლოდ გასული წლის ბოლოს იქნა კლასიფიცირებული როგორც წარმოშობის უსაფრთხო ქვეყანა. ფედერალური მთავრობა ამტკიცებდა იმ დროს, რომ ორ ქვეყანაში ხალხი ზოგადად არ იყო პოლიტიკური დევნის საფრთხის წინაშე. კლასიფიკაცია, უპირველეს ყოვლისა, მიზნად ისახავს მიგრაციის შეზღუდვას: თავშესაფრის მოთხოვნა წარმოშობის უსაფრთხო ქვეყნიდან მოქალაქისგან შეიძლება უფრო სწრაფად განიხილებოდეს და უფრო მარტივად იქნას უარყოფილი”, – ამბობს ის.

გარდა ამისა, გამოცემა წერს, რომ ,,საქართველოს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ფაქტობრივად მიზნად ისახავს ევროკავშირში გაწევრიანებას და ქვეყანა დეკემბრიდან არის ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატი. თუმცა, თბილისის მთავრობის მიერ საკამათო შემოთავაზებული კანონი კვირების განმავლობაში იწვევს დაძაბულობას”.

მსგავსი თემები