აშშ-ში, იელის უნივერსიტეტში პროპალესტინურ დემონსტრაციაზე სულ მცირე 40 სტუდენტი დააკავეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
სტუდენტებმა უნივერსიტეტის ტერიტორიაზე პროპალესტინური საპროტესტო ბანაკი რამდენიმე დღის წინ მოაწყვეს. პოლიციის გაფრთხილების მიუხედავად, სტუდენტების უმეტესობამ საპროტესტო ბანაკი არ დატოვა. დღეიდან სასწავლო პროცესი არ გაიმართება ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი დაძაბულობის განმუხტვაა.