„ჩვენი მოთხოვნაა, ირაკლი კობახიძემ არ გააგრძელოს საქმიანობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ – სტუდენტები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების აქცია იწყება. როგორც სტუდენტები აცხადებენ, პრემიერს, რომელიც ე.წ. რუსული კანონის ატიური მხარდამჭერია, სტუდენტებთან შეხება არ უნდა ჰქონდეს.

„ჩვენ ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას.  ჩვენი მოთხოვნაა, ირაკლი კობახიძემ არ გააგრძელოს საქმიანობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ყველამ ვნახეთ ამაზრზენი ფაქტი, როცა უნივერსიტეტის ეზოში, მისი დაცვის წევრები სტუდენტს დაუპირისპირდნენ.  ვხედავთ იმ რუსულ პოლიტიკას, რომელსაც მთავრობის მეთაური ატარებს. ვაპირებთ, რომ ყველას გავაგებინოთ ჩვენი პოზიცია – ირაკლი კობახიძემ უნივერსიტეტში ლექციები არ უნდა წაიკითხოს“ – აცხადებენ უნივერსიტეტში მობილიზებული სტუდენტები.

 

მსგავსი თემები