,,გადარიცხვები გახდება ჯოჯოხეთი, ეს შეეხება თითოეულ მოქალაქეს” – რა მოჰყვება ოფშორების კანონს?

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე განმარტავს, რა მოხდება ,,ოფშორების კანონპროექტის” ამოქმედების შემდეგ, რომელიც პარლამენტმა მიიღო.

ქადაგიძის თქმით, ის შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს:

,,როგორც კი საქართველოს მოენიჭება ე.წ. ჰაერის ქვეყანა, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ საქართველოში გადმორიცხული და გადარიცხული ნებისმიერი ტრანზაქცია, გზავნილი თუ ა.შ. დაექვემდებარება დამატებით შემოწმებას. გადარიცხვის ხანგრძლივობა საათებიდან, წუთებიდან გაიზრდება დღეებზე და კვირებზე. ტრანზაქციების უმეტესობა გაიჭედება, უკან მობრუნდება და ჩვეულებრივი ოპერირება გახდება ჯოჯოხეთი ჩვეულებრივი ადამიანებისთვის. საუბარია ყველაზე – ფიზიკურ პირებზე, მცირე და საშუალო მეწარმეებზე. ეს შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, თუ საქართველო დაპოზიციონირდა, როგორც, აი, ასეთი, რაღაც რუხი და შავი ზონა”, – ამბობს ქადაგიძე.

მსგავსი თემები