სტუდენტებმა სასტუმროს, სადაც რუსული დელეგაცია კონფერენციას მართავს, კვერცხები დაუშინეს

სტუდენტების პროტესტმა თსუ-ს უნივერსიტეტიდან მსვლელობით სასტუმრო “ტიფლის პალასთან” გადაინაცვლა. ახალგაზრდებმა სასტუმროს შენობას კვერცხები დაუშინეს.

მათი თქმით, იქ რუსული კომუნიკაციების  ნაციონალური კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით,  „ტრადიციული ფასეულობები როგორც ქვეყნებისა და ხალხების დაახლოების ფაქტორი“ ფორუმი მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სასტუმროს კარებთან პროტესტის ნიშნად ხელებს აბრახუნებდნენ და იძახდნდნ: “არა რუსეთს!”, “არა რუსულ ოცნებას!”.

სტუდენტები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ. ახალგაზრდებმა, მანამდე აქცია თსუ-ს უნივერსიტეტთან გამართეს.

მსგავსი თემები