რუსეთმა ხარკოვის ანძა დააზიანა

რუსეთმა ხარკოვის ტელეანძაზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ტელეანძის ზედა ნაწილი ჩამოინგრა.

ანძის დაზიანების შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხარკოვში შეფერხებულია ციფრული ტელევიზიის სიგნალი.

მსგავსი თემები