„ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია“ – ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირი საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით შეშფოთებულია. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელის თქმით, ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია. მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობამ ვალდებუება აიღო, რომ კანონპროექტს გაიწვევდა და თავიდან აღარ წარადგენდა.

„საქართველოს მთავრობამ ვალდებულება აიღო, რომ ამ კანონპროექტს გაიწვევდა და თავიდან აღარ წარადგენდა. თუმცა ეს არ შესრულდა. ევროკომისარმა ვარჰეიმ და მე, გასულ კვირას განცხადება გავავრცელეთ, რომელშიც ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია. ვიმეორებ, ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ბორელის თქმით, ევროკომისიამ აღნიშნული მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით ანგარიში უნდა წარადგინოს.

მსგავსი თემები