გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში, სუნამოების ქურდობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 32 წლის ქართველმა რამდენიმე ასეული ევროს ღირებულების სუნამოები მოიპარა. ნაძარცვი პოლიციამ მაღაზიას დაუბრუნა, ქართველი კი გამოსასწორებელ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მეტი...

,,ქართული ოცნება” 29 აპრილს რუსული კანონის მხარდასაჭერ აქციას ატარებს

,,ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ითვალისწინებენ მხარდამჭერების თხოვნას და 29 აპრილს, პარლამენტთან ,,საყოველთაო-სახალხო შეკრებას” ჩაატარებენ. აქცია ,,რუსული კანონის” მხარდასაჭერად გაიმართება. იხილეთ განცხადება სრულად: ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. თუმცა, უკვე ცხადია, რომ შარშანდელისგან განსხვავებით, წელს რადიკალურმა ოპოზიციამ შეცდომაში ჩვენი თანამოქალაქეების მხოლოდ მცირე ნაწილის შეყვანა შეძლო. პოლიტიკური ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციების მონაწილეთა რაოდენობამ პიკზე 9,500 შეადგინა. აშკარაა, რომ კეზერაშვილის, ხაზარაძის და მდიდარი „ენჯეოების“ არაკეთილსინდისიერი დონორების მიერ რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებაში ჩადებულმა მრავალმილიონიანმა ინვესტიციამ არ გაამართლა. ქართული საზოგადოება უკვე იმდენად არის პოლიტიკურად მომწიფებული, რომ ვერავითარი ფულით მას…

მეტი...

,,აშშ-ის ეს მხარდაჭერა ნამდვილად გააძლიერებს შეიარაღებულ ძალებს” – ზელენსკი

,,ეს მხარდაჭერა ნამდვილად გააძლიერებს შეიარაღებულ ძალებს,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მან აშშ-ის სენატს უკრაინისთვის დახმარების პაკეტის დამტკიცებისთვის მადლობა გადაუხადა. ,,ვფიქრობ, ეს მხარდაჭერა ნამდვილად გააძლიერებს შეიარაღებულ ძალებს, ვლოცულობ, და ჩვენ გვექნება გამარჯვების შანსი, თუ უკრაინა ნამდვილად მიიღებს შეიარაღების სისტემას, რომელიც ჩვენ ძალიან გვჭირდება, რაც ასე ძალიან სჭირდება ათასობით ჯარისკაცს,” – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

,,ჩვენი ხალხი და ფეხბურთელები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო სწორ გზაზე წავიყვანოთ და ვიხილოთ ისეთი ბედნიერი, როგორიც 26 მარტს იყო” – გიორგი ქოჩორაშვილი

,,ჩვენს ჰიმნში მთავარი სიტყვა თავისუფლებაა… ჩვენი ხალხი და ფეხბურთელები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო სწორ გზაზე წავიყვანოთ და ვიხილოთ ისეთი ბედნიერი, როგორიც 26 მარტს იყო”, – ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრმა გიორგი ქოჩორაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში, ,,მხოლოდ ლელასთან” ინტერვიუში ისაუბრა.

მეტი...

,,ოცნება” ჰომოფობიური შინაარსის საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვას იწყებს

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვა იწყება. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით, 22-27 აპრილს, ქუთაისის, ამბროლაურის, ოზურგეთის, ბათუმის, ზუგდიდის და მესტიის მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს. საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“. ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზნით, კონსტიტუციური კანონის პროექტით ქორწინებასთან, არასრულწლოვანის…

მეტი...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს; იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება. ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე. „კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მისი მოპოვება სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე აკრძალულია. ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ დაარღვევენ კანონს. თითოეულ გამოვლენილ დარღვევაზე მკაცრი სანქციები გატარდება”, –…

მეტი...

სტუდენტები რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! – 22 აპრილს, 18:00 საათზე, თსუ-ს I კორპუსთან აქცია ჩაინიშნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, 22 აპრილს, 18:00 საათზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია ჩაინიშნა. ინფორმაციას ახალგაზრდული ორგანიზაცია ,,თავისუფალი თაობა” ავრცელებს.

მეტი...

იტალიაში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს

საქართველოს ოთხი მოქალაქე რომში ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულების ბინებიდან პოლიციამ ამოიღო მოპარული ნივთები, მათ შორის ვერცხლისა და ოქროს სამკაულები, ნახატები, კამერები, გასაღებები და ქურდობის რამდენიმე იარაღი. ასევე ნაპოვნია გასული წლის სექტემბერში, ოსტიაში, სახლიდან მოპარული 9×21 კალიბრის პისტოლეტი. ,,დაკავებულია საქართველოს 42 წლის მოქალაქე, რომელიც ეჭვმიტანილი იყო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში. მას, 3 სხვა თანამემამულესთან ერთად, ასევე მოპარული ნივთების მიღებასა და შეცვლილი გასაღებების, საკეტის საჭრელების დაუსაბუთებლად ფლობას ედავებიან,” – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

მეტი...

სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებზე თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა. ,,მიმდინარე წლის 21 აპრილს, სოციალურ ქსელებში, კერძოდ ინტერნეტ აპლიკაცია ტელეგრამში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თბილისის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სავაჭრო ცენტრებში შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსებისა და მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ მუქარის ფაქტებზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფი აგრძელებს…

მეტი...

არა რუსულ კანონს! – ისრაელში მცხოვრები ქართველების აქცია

ისრაელში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გამართეს. ,,მადლობა მინდა ვუთხრა პირველ რიგში იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც 12 წლიანი ჭაობი დაარღვიეს ბოლოს და ბოლოს. ცდილობენ ქვეყანა გამოიყვანონ და გამოიყვანეს უკვე იმ დაპირისპირებიდან, რაშიც ქვეყანა იმყოფება და ერთი ხელის მოსმით უთხრეს ყველას, რომ ახლა უკვე საქმის კეთების დროა, რომ რუსეთი აღარასდროს აღარ იქნება საქართველოში, არც საქართველო აღარ იქნება რუსეთში. საქართველოს ადგილი არის იქ საიდანაც ჩვენ მოვდივართ ანტიკური ხანიდან, ჩვენ არ მივდივართ ევროპაში ჩვენ ვბრუნდებით საკუთარ სახლში, საიდანაც ამოგვგლიჯა თავის დროზე რუსეთმა და ახლა ჩვენ უნდა დავბრუნდეთ სახლში. რაც შეეხება რუსეთს, ვისაც…

მეტი...

არა რუსულ კანონს! – სტოკჰოლმში მცხოვრებმა ქართველებმა აქცია გამართეს

სტოკჰოლმში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გამართეს. ისინი ,,ოცნების” ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებენ. შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციები ასევე გაიმართა საფრანგეთში, ბრიუსელში, ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე ქალაქში, ესპანეთში, დუბლინში, ჰამბურგში, მილანში, გერმანიაში, ისრაელში, ათენში და ა.შ.

მეტი...