“თუ ნატო აღმოსავლეთ ფლანგს გააძლიერებს, პოლონეთი თავის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი განათავსებს”- ანჯეი დუდა

პოლონეთი მზადაა, საკუთარ  ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი განათავსოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა. მისი თქმით, ბირთვულ იარაღს იმ შემთხვევაში განათავსებს, თუ  თუ ნატო გადაწყვეტს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას.

„რუსეთი ახდენს კენიგსბერგის ოლქის მზარდ „მილიტარიზაციას“. ცოტა ხნის წინ, რუსეთმა ბირთვული იარაღი განათავსა ბელარუსში. თუ მოკავშირეები გადაწყვეტენ, განათავსონ ბირთვული შეიარაღება ჩვენს ტერიტრიაზე, რათა განამტკიცონ ნატო-ს აღამოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, – განაცხადა პოლონურ მედიასთან ინტერვიუში ანჯეი დუდამ.

 

მსგავსი თემები