თბილისში, გარემოვაჭრეებმა აბასთუმნის ქუჩა გადაკეტეს. სადგურის მოედნის და ე.წ. „დეზერტირების ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დასაქმებულები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
3 კვირის წინ, მერიის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეების დახლები დაშალეს, თუმცა, მათი თქმით, ალტერნატიული ფართი არ შესთავაზეს და ერთადერთი შემოსავლის გარეშე დატოვეს.