აქციის მონაწილე სტუდენტები რექტორის მხარდაჭერას ითხოვენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტები აქციას მართავენ. ისინი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ. ახალგაზრდები ლექტორატს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

„აქ შეკრებილი ახალგაზრდები ძირითადად არიან თსუ-ს უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე, გვიერთდებიან სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც. ამ აქციას რამდენიმე მიზანი აქვს, პირველ რიგში, ის რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობიდან იწყებოდა ყველაზე დიდი სტუდენტური მუხტი და დღესაც საჭიროა, რომ თსუ აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესებში. ლექტორატს მოვუწოდებთ, რომ განცხადების სახით მაინც დაგვიჭირონ მხარი, ასევე გვინდა დააფიქსიროს მათი მკაფიო პოზიცია იმასთან დაკავშირებით ემხრობიან თუ არა “რუსულ კანონს”, – განაცხადა გიორგი სეხნიაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა “ქართული ოცნების” მიერ 21 აპრილს დაგეგმილ აქციაზე. სეხნიაშვილის თქმით, მთავრობას ეშინია, ამიტომ მათი მიზანია ძალის ჩვენება.

“ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ეშინიათ. ისინი ხედავ, რომ ათასობით ახალგაზრდა ყოველდღიურად იკრიბება თბილისის ქუჩებში. ძალის წარმოჩენა უნდათ, რომ არც ისინი არ არიან ცოტა. ყველამ კარგად იცის საით არის ნათელი და სწორი მხარე”,- განაცხადა სტუდენტური მოძრაობა “ნაბიჯის” ერთ-ერთი წევრმა, გიორგი სეხნიაშვილმა.

სტუდენტები ამბობენ, რომ საპროტესტო აქციის პარლამენტთან გააგრძელებენ. ისინი საკანონმდებლო ორგანომდე, მსვლელობით მივლენ.

მსგავსი თემები