რუსული სარაკეტო დარტყმა დნეპრზე – არიან დაღუპულები და დაშავებულები

უკრაინის ქალაქ დნეპრზე რუსეთმა სარაკეტო დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. დაღუპულთა შორის არის 8 წლის ბავშვიც.

დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის ცნობით, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი და ორი ინფრასტრუქტურული ობიექტი.

ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

მსგავსი თემები