რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია ვენაშიც გაიმართა. აქციაზე ,,ქართული ოცნების” მიერ ხელახლა ინიცირებული კანონპროექტი ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილმა, მარიამ დარჩიამაც გააპროტესტა.
მას ხელში ეჭირა ბანერი წარწერით: ,,ევროპულ გამოცდილებას რუსეთის გუბერნიაში სამუშაოდ არ ვაგროვებ, ფარჩაკებო”.