პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს – ონლაინ მედიის წარმომადგენლებს შენობაში ისევ არ შეუშვებენ

პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს. შენობაში ონლაინ მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის აკრედიტებულებს, ისევ არ შეუშვებენ. ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს:

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 19 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა,” – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები