,,ხალხის ღალატი” და ,,ევროპული მომავლისთვის ძირის გამოთხრა” – ლატვიის პარლამენტის წევრი რუსულ კანონზე

ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რიჰარდს კოლსი ,,ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას “ამერიკის ხმასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში მოწინააღმდეგეთათვის ,,ლაგამის ამოდებად” აფასებს.

,,ცხადია, ჩვენი პრეროგატივა არაა ვუკარნახოთ რომელიმე სუვერენულ ქვეყანას, როგორ მიიღონ გადაწყვეტილებები, მაგრამ მათ უნდა მოუსმინონ იმ გაფრთხილებებს, რომლებიც ახლა მოდის ევროკავშირისგან, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან. ეს უდიდესი გამოწვევაა, რომელმაც შეიძლება ძირი გამოუთხაროს საქართველოს მთელ გზას ევროკავშირის წევრობისკენ. რა თქმა უნდა, ეს კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ, კონკრეტულად კი ევროკავშირის წევრობას.

ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ევროკავშირში გაწევრიანება არის ძალიან მნიშვნელოვანი – ქართველების 80% მხარს უჭერს ქვეყნის გზას ევროკავშირისკენ. ეს სწრაფვა მის კონსტიტუციაშიცაა ჩაბეჭდილი. ამიტომ, ეს არის გარკვეულწილად ქართველი ხალხის ღალატი. ახლა, ერთი პარტია პოტენციურად ძირს უთხრის მთელი ქვეყნის ბედს, ხალხის ნებას”, – აღნიშნა კოლსმა ,,ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.

მსგავსი თემები