,,ნებართვა მერიას არ გაუცია, მიმდინარეობს მოკვლევა” – კალაძის მოადგილე პროპაგანდისტულ პლაკატებზე

ნებართვა არცერთ პლაკატზე გაცემული არ არის მუნიციპალიტეტის მხრიდან. დანარჩენზე მოკვლევა მიმდინარეობს მუნიციპალური ინსპექციის მიერ, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, კახაბერ გულედანმა, თბილისში გაკრულ პროპაგანდისტულ პლაკატებთან დაკავშირებით განაცხადა.

„ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე პლაკატების განთავსება – გინდ პოლიტიკური და გინდ არაპოლიტიკური შინაარსის, თუ არის ის უნებართვო, რა თქმა უნდა, არის სამართალდარღვევა. აღნიშნულ საკითხზე მუნიციპალურ ინსპექციას დაწყებული აქვს მოკვლევა და მივყვებით პროცესს. მუნიციპალიტეტს აღნიშნულ საკითხზე ნებართვა არ გაუცია. სანქციები გახლავთ შემდეგი: გააჩნია ზონას 200 ლარიდან 1000 ლარამდე არის ჯარიმა. მოკვლევა ჩატარდება და იმ პლაკატებზე, რომელზეც ნებართვა არ არის გაცემული იქნება შესაბამისი სანქციები”, – განაცხადა კახაბერ გულედანმა.

მსგავსი თემები