რუსული კანონი დასავლეთისთვის სახეში სილის გაწვნაა – კრამერი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის დირექტორი, დევიდ კრამერი “ამერიკის ხმასთან” რუსულ კანონთან დაკავშირებით საუბრობს.

კრამერი შეშფოთებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და პირდაპირ ამბობს, რომ “ეს დასავლეთისთვის სახეში სილის გაწვნაა”.

განცხადებებისას მითითება იყო [ამერიკის] ყოფილ ელჩზე, მტკიცება, რომ ახალმა ელჩმა ისწავლა ძველი ელჩის შეცდომებზე. ეს ნამდვილად აღმაშფოთებელია. ეს არაა ის, რასაც ევროკავშირი მოელის მთავრობისგან, რომელიც ამტკიცებს, რომ ბლოკში გაწევრიანებით და კრიტერიუმების დაკმაყოფილების კუთხით პროგრესითაა დაინტერესებული”, – ამბობს დევიდ კრამერი.

მსგავსი თემები