,,როინ ქოჩორაშვილი არის ნაცი” – კალაძე ფეხბურთელის მამაზე

როინ ქოჩორაშვილი არის ნაცი, – აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე საფეხბურთო ნაკრების წევრის, გიორგი ქოჩორაშვილის მამაზე საუბრისას.

ცნობისთვის, გიორგი ქოჩორაშვილმა გუშინ, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული თავისუფლების მარშიდან ფოტო გამოაქვეყნა- ბავშვი ევროკავშირის დროშით ხელში.

პოზიციის დაფიქსირებიდან მალევე, გიორგი ქოჩორაშვილის ,,ინსტაგრამ” ანგარიში გაქრა, თუმცა რუსული კანონის საწინააღმდეგო მარშიდან იგივე ფოტო ფეხბურთელის მამამ, როინ ქოჩორაშვილმა Facebook-ზე გაავრცელა, შემდეგ კი დაწერა :

,,საქართველოს გზა ევროპაშია!!!…

ძალიან ბევრი ჟურნალისტი რეკავს, ბოდიში რომ არ გპასუხობთ, ჩვენი პოზიცია აქ დაფიქსირებულია, ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, პოზიცია შეუცვლელია!!”.

მსგავსი თემები