ქართველების 90% EU-ში გაწევრიანება სურს და არა პუტინის რუსეთთან – როთი

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი წერს, რომ ,,ქართული ოცნების” მიერ ხელახლა ინიცირებული რუსული კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობასთან.

,,უცხოელი აგენტების შესახებ შემოთავაზებული კანონი ევროკავშირის წევრობასთან შეუთავსებელია. დამოუკიდებელი და კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოება არა ხალხის მტერი, არამედ პირობაა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. “ქართულმა ოცნებამ” უნდა მოუსმინოს თავის ხალხს: ქართველების 90% ევროკავშირში გაწევრიანება სურს და არა პუტინის რუსეთთან”, – წერს როთი.

მსგავსი თემები