„პირობას გაძლევ გეყოლება და რომლითაც სულ იამაყებ“ – „ბეთლგრაუნდის“ სასროლეთში ტრაგიკულად დაღუპულ რატი საგანელიძეს ხვალ დაკრძალავენ

7 აპრილს, ბოჭორმის ქუჩა №12-ში, მაღაზია „ბეთლგრაუნდის“ ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

„დღეს მზე ასე დაბნელდა 90-იანების მე-18 კორპუსელებისთვის..იმ ავბედითი აფეთქებისას, გარდაიცვალა იქ სრულიად შემთხვევით მყოფი ჩვენი მეზობელი სამი შვილის მამა, ლევან ჯეირანაშვილი“ – რას წერენ „ბეთლგრა­უნ­დის“ სას­რო­ლეთ­ში ტრაგიკულად დაღუპულ კაცზე

დაღუპულებს შორის არის 24 წლის რატი საგანელიძე. მას ხვალ, 11 აპრილს დაკრძალავენ.

„არ ვაპირებ საჯაროდ ჩემი ძმის დატირებას, მინდა ყველას ისეთი ბედნიერი, მომღიმარი და ლაღი გახსოვდეთ, როგორიც იყო.

სადაც არ უნდა იყო, ვიცი რომ ჩემს გვერდით იქნები. პირობას გაძლევ გეყოლება და რომლითაც სულ იამაყებ“, – წერს რატი საგანელიძის და.

მსგავსი თემები