კანონპროექტზე, რომელზეც შეშფოთება გამოხატა შენმა მეგობარმა და ოკუპანტმა მოიწონა, ალბათ უნდა დაისვას კითხვა, არის თუ არა ეს კარგი – დანიგანი

,,როდესაც ვსაუბრობთ კანონპროექტზე, რომლის შესახებ შეშფოთება გამოხატა შენმა მეგობარმა, პარტნიორმა ქვეყნებმა, ხოლო შენმა ოკუპანტმა ის მოიწონა, ალბათ უნდა დაისვას კითხვა, არის თუ არა ეს კარგი რამ”, – ამბობს ამერიკის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი “ოცნების” მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონზე.

,,როდესაც ვსაუბრობთ კანონპროექტზე, რომლის შესახებ შეშფოთება გამოხატა შენმა მეგობარმა, პარტნიორმა ქვეყნებმა, ხოლო შენმა ოკუპანტმა ის მოიწონა, ალბათ უნდა დაისვას კითხვა, არის თუ არა ეს კარგი რამ და კარგი ნიშანი. რაც შეეხება კანონმდებლობის მსგავსებას ამერიკულთან, საერთოდ არ არის მსგავსი კანონი, აშშ მიესალმება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, ის კანონი, რასაც თქვენ ახსენებთ, მიემართება, ლობისტ ორგანიზაციების, კომპანიებს თუ პირებს, რომლებიც მუშაობენ სხვა ქვეყნების სასარგებლოდ და მათ აქვთ მოვალეობა, დარეგისტრირდნენ კონკრეტულ რეესტრში, ასე რომ, ამ კანონების მსგავსებაზე საუბარი არ არის”, – ამბობს დანიგანი.

ელჩმა ისაუბრა იმ დახმარებაზე, რომელსაც აშშ უწევს საქართველოს, მან თქვა, რომ წლების განმავლობაში მისმა ქვეყანამ 6 მილიარდი დოლარი დახარჯა, რადგან “მეგობრებს სურთ, რომ თავიანთი მეგობრები იყვნენ უფრო ძლიერები” და აშშ სწორედ ამას აკეთებს.

მისი თქმით, დახმარება მოხმარდა საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაუმჯობესა, სასაზღვრო დაცვას, საავადმყოფოებისა და სკოლების რემონტს, ექიმებისა და მასწავლებლების ტრენინგებს, შეიქმნა ცენტრები სპეციალური შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, მცირე ბიზნესის დახმარებას, პროფესიული სასწავლებლების გახსნას, ათასობით ქართველის გაცვლით პროგრამით აშშ-ში წასვლას.

მსგავსი თემები