პრაღაში დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის მემორიალური დაფის განთავსების ისტორია

პროცესი დაიწყო 2010-2012 წლებში, როცა დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის დის (ანას) შვილიშვილმა ქ-ნმა ნატო მარშანიამ დაიწყო არზაყანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჩეხეთის რესპუბლიკის არქივებში მასალების მოძიება – შედეგად 2013 წელს გამოსცა წიგნი ,,ქედუხრელი რაინდი’’.

2014 წლის ნოემბერში პრაღაში ჩატარდა ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის დღეები“. აფხაზეთის სახელმწიფო კაპელის (ხელმძღვანელი გურამ ყურაშვილი), ანსაბლ ,,შავნაბადას”, აფხაზეთის მხატვრების ნამუშევრების საერთაშორისო გამოფენით და სამუსიკო კონკურსზე äDiamonds Voice’’ ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით.

სწორედ პრაღის საერთაშორისო ფესტივალის ,,Diamonds Voice” დამფუძნებლის და დირექტორის იოზეფ ჩერმაკის (Josef Cermak) მიერ, ჩვენი ტექსტის შესაბამისად, ჩეხურ ენაზე დამზადდა პირველი მემორიალური დაფა (ჩეხური ტექსტით, ფოტო N1) და განთავსდა Prague, Vishegrad, Kvetna N5 სახლის ფასადზე, სადაც 1923-1939 წლებში პოლიტიკური ემიგრაციის წლებში ცხოვრობდა დიმიტრი (არზაყან) ემუხვარი. სახლის მეპატრონესთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა მიჰალ ვანეჩეკი (Michal Vanecek), ასევე ემიგრაციის წლებში არზაყან ემუხვართან ერთად გადახვეწილი ავტონომიური აფხაზეთის (1919-1921წ.წ.) შინაგან საქმეთა კომისრის (მინისტრი) მიხეილ უბირიას შვილიშვილი. უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლის ღონისძიებები ჩატარდა ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის იმდროინდელი პრეზიდენტის ზდენეკ შკრომახის (Zdenek Skromach) უშუალო პატრონაჟით.

2023 წლიდან დაიწყო ზრუნვა დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის მემორიალური დაფის უფრო სრულყოფილი სახით (ორენოვანი ტექსტი, არზაყან ემუხვარის გორელიეფით და საქართველო-ჩეხეთის მეგობრობის სიმბოლოთი გამშვენიერებული მოდელით (გადაჯვარედინებული დროშებით) განახლების შესახებ, რის შესათანხმებლად განხორციელდა ვიზიტი – (უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, საერთაშორისო კავშირების კოორდინატორი ზურაბ ჯგუბურია, უმაღლესი საბჭოს აპარატის სამსახურის უფროსი ზურაბ ქეცბაია), რომელთაც შეხვედრები გამართეს ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში (თ. მაისურაძე) და ჩეხეთში ქართული დიასპორის მესვეურებთან (მ. ბოკერია-კრიზი, პ.ბოკერია). აღნიშნული პროექტი გასაცნობად მიეწოდა ჩეხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების და ძეგლთა დაცვის დეპარტამენტებს (მინისტრის მოადგილე პეტერ ჰნიზდო, Dr.Peter Hnizdo), რის შედეგად თბილისში დამზადდა არზაყან ემუხვარის ორენოვანი გორელიეფიანი დაფა.

2024 წლის 20 მარტს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის შემადგენლობაში ავტონომიური აფხაზეთის გამოცხადებიდან 105-ე წლისთავთან დაკავშირებით, საზეიმოდ გაიხსნა დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის განახლებული მემორიალური დაფა (ფოტო N2). გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს (ჯ.გამახარია, ნ.მგალობლიშვილი, ვ.ყოლბაია, ზ.ჯგუბურია, ნ.კვარაცხელია), ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს (თ.მაისურაძე, გ.ბარქაია, ნ.ჩაბრავა, მ.რუსია, ვ.ჩალაბაშვილი),  ჩეხეთში საქართველოს დიასპორის მესვეურებმა (მ.ბოკერია-კრიზი, პ.ბოკერია) და  ჩეხეთის რესპუბლიკის  საზოგადოების წარმომნადგენლებმა (მ.ვანეჩეკი, ი.ჩერმაკი, ვ.კრიზი, ვ.მესტნიკოვა, ლ.ბაბკა).

ცერემონიის შემდეგ საქართველოს საელჩოში  გაიმართა მიღება ზემოთაღნიშნული პირების და ქართული დიასპორის აქტიური წევრების მონაწილეობით, სადაც ჯ.გამახარიამ წარმოადგინა მოხსენება დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

მსგავსი თემები