უცხოელმა დამნაშავეებმა უფრო სწრაფად უნდა დატოვონ გერმანია – გერმანიის შს მინისტრი

გერმანიის მთავრობამ სამშაბათს პირობა დადო, რომ გაუმკლავდება მზარდ დანაშაულს, განსაკუთრებით არაგერმანული წარმომავლობის მქონე ეჭვმიტანილთა რაოდენობის ზრდას. არსებული ინფორმაციით, გასულ წელს გერმანიაში დანაშაულების საერთო რაოდენობა 5,5%-ით გაიზარდა, ხოლო 13,5%-ით გაიზარდა უცხოური წარმომავლობის მქონე ეჭვმიტანილთა რაოდენობა. შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ გერმანიამ უნდა გააუმჯობესოს ინტეგრაცია და დააჩქაროს დეპორტაციები. ,,უცხოელმა დამნაშავეებმა უფრო სწრაფად უნდა დატოვონ გერმანია. ჩვენ მიერ შექმნილი დეპორტაციის მკაცრი წესები ახლა უნდა აღსრულდეს”, – თქვა მინისტრმა ნენსი ფეზერმა.

მეტი...

11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის მონაკვეთზე მოძრაობა იკრძალება

11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ33 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. საავტომობილო დეპარტამენტის ცნობით,  დროის აღნიშნულ პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის გავლით. ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. სარეაბილიტაციო მონაკვეთი 8 მეწყერულ უბანს მოიცავს. პროექტის ფარგლებში, გომბორის საუღელტეხილო მონაკვეთზე, მეწყერულ უბნებზე განხორციელდება სადრენაჟე სისტემის მოწყობა და სუსტი გრუნტების გამოცვლა. სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია საავტომობილო გზის დაჭრა 3-4 მეტრამდე, რაც ვერ უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის განვლადობას.

მეტი...

ჩვენნაირი ორგანიზაციებისთვის დაცინვაა, თვალში ნაცრის შეყრაა – ძიძების ასოციაცია რუსულ კანონზე

საქართველოს ძიძების ასოციაცია ,,ოცნების” მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონს გმობს და ამბობს, რომ მათნაირი ორგანიზაციებისთვის ეს დაცინვაა. ,,ძიძების და საოჯახო მშრომელების პროფკავშირული ასოციაციის შექმნის იდეით სამი წლის წინ გავერთიანდით. ჩვენი მიზანი იყო და არის, გვემუშავა ოჯახში დასაქმებული ქალების საერთო ინტერესებისთვის – ძიძების და დამხმარეების უკეთესი შრომითი პირობებისთვის, სოციალური უსაფრთხოებისთვის. ორი წელი ძირითადად ენთუზიაზმით ვიმუშავეთ. პირველი კვლევა საოჯახო მშრომელებზე CTC-ის დახმარებით გავაკეთეთ. შემდეგ პირველი თანამშრომლობა მარიამ ჭანჭალეიშვილთან და ბიოლის ფონდთან გვქონდა. მარიამი დღემდე ჩვენი მეგობარი და გულშემატკივარია. შემდეგ მალევე იყო სამოქალაქო საზოგადოების ფონდის თანადგომა. დაახლოებით ერთი წელია, გაეროს ქალთა ორგანიზაციის და…

მეტი...

„საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა” – კობახიძე

ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დააკისრა სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული. მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უფრო მეტად განმტკიცდა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. „საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დააკისრა სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისთვის. კიდევ ერთხელ, უმაღლეს სამართლებრივ დონეზე გამყარდა ის, რომ ევროპულ კონვენციასთან შეუსაბამო ქმედებებზე,…

მეტი...

სტეფანწმინდა მსოფლიოს ულამაზეს პატარა ქალაქებს შორის დასახელდა

ბრიტანულმა სამოგზაურო მედია პლატფორმამ TimeOut მსოფლიოს ულამაზესი 16 პატარა ქალაქს დაასახელა. მსოფლიოში პოპულარულ ტურისტულ ქალაქებს შორის სტეფანწმინდაც მოხვდა. „დახვეწილი, ჯადოსნური და ძალიან ლამაზი ადგილები -ნეპალის მთებიდან კალიფორნიის სანაპირომდე ამ ქალაქების სახით თქვენ დამალულ განძს იპოვით“, – წერს მოგზაური მწერალი ინდია-ჯეინ ტრაინორი. „სტეფანწმინდა, რომელიც ასევე ყაზბეგის სახელით ცნობილია კავკასიის მთების ხეობაში მდებარეობს. სტეფანწმინდა პირდაპირ უყურებს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადგილს, მე-14 საუკუნეში აგებულ გერგეტის სამების ტაძარს. ბორცვზე აშენებული ეკლესიის გადაღმა მყინვარწვერი მდებარეობს. ეს არის შორეული, ამავდროულად ისტორიულ ადგილი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს გზაჯვარედინზე, ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს, დასახლება ძვ.წ. მე-6…

მეტი...

არა რუსულ კანონს – ლონდონში ქართველებმა აქცია გამართეს

თბილისის პარალელურად დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში საქართველოს მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ლონდონში მცხოვრები ქართველები ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ რუსული კანონის ხელმეორედ ინიცირებას ეწინააღმდეგებიან და პარლამენტში შეტანილი კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვენ. ლონდონში საქართველოს საელჩოსთან შეკრებილებმა, განაცხადეს, რომ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევროინტეგრაციის პროცესს.

მეტი...

უკრაინის რადამ ქართველი მებრძოლი დააჯილდოვა

ქართველი მებრძოლი კოკა მურაჩაშვილი უკრაინის რადამ ,,ბრძოლაში მამაცობისათვის” ორდენით დააჯილდოვა. მურაჩაშვილი ცოტა ხნის წინ ბახმუტის მიმართულებაზე სამხედრო დავალების შესრულების დროს დაშავდა, ექიმებმა მებრძოლისთვის ფეხის შენარჩუნება ვერ შეძლეს. ის, ასევე, წლების განმავლობაში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, არის აგვისტოს ომის ვეტერანი და არაერთი საერთაშორისო სამშვიდობო მისიის მონაწილე. ,,ვიმყოფებოდით უშუალოდ სპეცოპერაციაზე, მე ვარ ალფა ჯგუფის მეთაური და ერთ-ერთმა კამიკაძე დრონმა ამაფეთქა, მომიწია ფეხის ამპუტაცია. დავალება იყო ძალიან სპეციფიკური, კი დავკარგე ფეხი, მაგრამ ის რაც უნდა გაკეთებულიყო, შესრულდა ხუთიანზე. დამაჯილდოვა რადამ ბრძოლაში მამაცობისთვის მედლით, კიდევ ველოდები რამდენიმე მედალს, წოდებასაც ასევე, მთავარია რეაბილიტაცია მოხდეს სწრაფად…

მეტი...

საქართველოს პარლამენტში არსებული საკანონმდებლო ინიციატივები ქვეყნის ევროპისგან ჩამოშორების საფრთხეს ქმნის – ო’ბრაიენი

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორმა ჯიმ ო’ბრაიენმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტში არსებული საკანონმდებლო იცინიატივებით, რომლებიც საქართველოს ევროპისგან ჩამოშორების საფრთხეს ქმნის. ,,შეერთებული შტატები ყოველთვის აიმაღლებს ხმას ყველა ადამიანის უფლებების დასაცავად, გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ჩათვლით”, – წერს ო’ბრაიენი.

მეტი...

პრეზიდენტი დღეს ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციას შეხვდება

დღეს, 11:15 საათზე საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციას შეხვდება. შეხვედრა დახურული იქნება და ინფორმაციას პრესსამსახური გაავრცელებს. ადმინისტრაცია წინასწარ არ საუბრობს რა თემებზე ისაუბრებს სალომე ზურაბიშვილი.

მეტი...

ჟურნალისტებმა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ევროპარლამენტთან მიმართვა წაიკითხეს

ქართველებმა რუსული კანონი საზღვარგარეთაც გააპროტესტეს. 9 აპრილს ქართველმა ჟურნალისტებმა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბრიუსელში, ევროპარლამენტის შენობასთან მიმართვა წაიკითხეს: ,,9 აპრილი – 1991 წელი – საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი: ,,საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს, ქართველმა ერმა მე-19 საუკუნეში დაკარგა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების შედეგად. ქართველი ხალხი არასდროს შეჰგუებია თავისუფლების დაკარგვას“ – ამ სიტყვებით იწყება ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, დოკუმენტი, რომლის საფუძველზე გამოცხადებული დამოუკიდებლობა, უპირველესად სწორედ ევროპის ქვეყნებმა აღიარა. დღემდე ეს ქვეყნები საქართველოსთან ერთად ცდილობენ ამ დამოუკიდებლობის დაცვას. სიმბოლურია ისიც, რომ დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა…

მეტი...