ხელისუფლება ცდილობს, საქართველოს მომავალი წაართვას, იგივე შემართებით უნდა გავუძალიანდეთ – ლაზარეს დედა ,,რუსულ კანონზე”

7-9 მარტის აქციებისას დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე ,,ქართული ოცნების” მიერ ,,რუსული კანონის” ხელახლა ინიცირებას ეხმაურება:

,,ერთი წლის წინ გამოვიდა უამრავი ადამიანი ამ კანონის საპროტესტოდ და ეს კანონი უკან გაიწვია ჩვენმა მთავრობამ. ეხლა ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, რომ საქართველოს მომავალი და პერსპექტივა წაართვას. არ უნდა დავუშვათ ეს შეცდომა და ისევ იგივე შემართებით, ისევ უნდა გავუძალიანდეთ და დავუპირისპირდეთ, რომ ეს კანონი ისევ არ შემოიტანონ. რუსეთი არის ოკუპანტი. რუსეთი არის მტერი და ეს უნდა გავაცნობიეროთ. ჩვენ გვჭირდება ევროპა და უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ წავიდეთ წინ”, – ამბობს კალანდაძე.

მსგავსი თემები