ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დღეს დასკვნითი პროცესი გაიმართება

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დღეს დასკვნითი პროცესი გაიმართება. სხდომა 15:00 საათზე დაიწყება.

განაჩენს მოსამართლე, სავარაუდოდ, დღესვე გამოაცხადებს. სასამართლოს ეზოში 14:00 საათიდან ლაზარეს მხარდასაჭერად მისი ოჯახის წევრები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები შეიკრიბებიან.

პარალელურად, 14:00 საათზევე, მეორე აქცია გაიმართება თბილისში, პარლამენტის უკანა შესასვლელთან. პროტესტის მიზეზი კი ,,ქართული ოცნების” მიერ ,,რუსული კანონის” ხელახალი ინიცირებაა. ,,ოცნება” ამ კანონს დღეს, 15:00 საათზე, ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებს.

მსგავსი თემები