,,ისრაელის ჯარი ტოვებს ღაზას შემდგომი მისიებისთვის მოსამზადებლად, მათ შორის რაფაში” – გალანტი

,,ისრაელის ჯარი ტოვებს ღაზას შემდგომი მისიებისთვის მოსამზადებლად, მათ შორის რაფაში”, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა.

,,ჩვენ მივდივართ იმ სიტუაციამდე, როდესაც “ჰამასი” აღარ აკონტროლებს ღაზის სექტორს და ის არ ფუნქციონირებს, როგორც სამხედრო ბაზა, რომელიც საფრთხეს უქმნის ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეებს,” – განაცხადა გალანტმა.

მანამდე IDF-მა განაცხადა, რომ მისმა 98-ე დივიზიამ “დაასრულა თავისი მისია” სამხრეთ ქალაქ ხან იუნისში და ტოვებს ღაზას სექტორს “გამოჯანმრთელებისა და მომავალი ოპერაციებისთვის მოსამზადებლად”. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ისრაელის ძალებმა გაანადგურეს “მტრის სამიზნეები, საწყობები, იარაღი, მიწისქვეშა (ინფრასტრუქტურა), შტაბ-ბინა (და) საკომუნიკაციო ოთახები” ხან იუნისში.

მსგავსი თემები