თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე მდებარე სასროლეთში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული სამი ადამიანი კლინიკაში რჩება. ერთი პაციენტი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში სხეულის 20%-იანი დამწვრობით არის მოთავსებული. ორ კაცს კი, დამწვარი აქვს სხეულის 12% მათ შორის – სახე, თავი და ზედა კიდურები, ისინი ქირურგიულ განყოფილებაში რჩებიან. ექიმის შეფასებით სამივე მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ შუადღეს ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში ძლიერი აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა , 3 კი დაშავდა. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია.