საბერძნეთში ქართველთა დაჯგუფების 5 წევრი დააკავეს

საბერძნეთში ქართველთა კრიმინალური ორგანიზაცია გამოვლინდა, რომლის წევრებიც ატიკის სხვადასხვა რაიონში სახლებს ძარცვავდნენ.

პოლიციის ცნობით, უშიშროების სიცოცხლისა და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი დევნის სამმართველომ დანაშაულებრივი ორგანიზაციის 5 ქართველი წევრი, 33, 34, 38 და 44 წლის ოთხი კაცი და 33 წლის ქალი, 2 აპრილს, ჩატარებული ოპერაციის დროს დააკავა. ორგანიზაციის ლიდერად 44 წლის კაცი დასახელდა.

დაკავებულები სამიზნე სახლებს და მეპატრონეებს უთვალთვალებდნენ. ადგენდნენ სიგნალიზაციისა და კამერების არსებობას, აკვირდებოდნენ სამიზნეების გადაადგილებას, როდესაც ისინი სახლს ტოვებდნენ, იყენებდნენ ინფორმატორებსა და მამხილებლებს, როგორც ქურდობამდე, ასევე ქურდობის დროსაც. ისინი იჭრებოდნენ სახლებში და იპარავდნენ ძვირფასეულობასა და სხვა ნივთებს. იყენებდნენ საწმენდ საშუალებებს კვალის გასაქრობად და იდენტიფიცირების თავიდან ასაცილებლად კოდირებული სიტყვებით საუბრობდნენ.

პოლიციელებმა სახლებისა და ფიზიკური ჩხრეკისას ამოიღეს: მანქანა, მოტოციკლი, 3 ლეპტოპი, 370 ევრო, მობილური ტელეფონებისა და სიმ ბარათები, ელექტრომოწყობილობები, ქურდობის იარაღები, გასაღებები და ძვირფასეულობა.

დაკავებულები პროკურატურაში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება გრძელდება.

მსგავსი თემები