,,ოცნებამ” უნდა გაიწვიოს კანონი, თუ საქართველოს EU-ში გაწევრიანების გზაზე წარმატების მიღწევა სურს – CPJ

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) ​,,ქართული ოცნების” მიერ ,,რუსული კანონის” ხელახლა ინიცირებას ეხმაურება და წერს, რომ ეს საპარლამენტო არჩევნების წინ საფრთხეს უქმნის პრესის თავისუფლებას.

,,საქართველოს ხელისუფლების მიერ კანონპროექტის რეინიცირება, რომელიც მედიასაშუალებებს ანიჭებს იარლიყს უცხოური კონტროლის შესახებ, ღრმად შემაშფოთებელია და სრულიად შეუთავსებელია მათ განაცხადთან ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისობაზე. ეს საფრთხეს უქმნის პრესის თავისუფლებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ. ,,ქართულმა ოცნებამ” უნდა გაიწვიოს კანონი და უარი თქვას ,,საგარეო აგენტების” კანონმდებლობაზე, თუ საქართველოს სურს წარმატების მიღწევა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე”, – წერს CPJ.

მსგავსი თემები