,,მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიტანოს კანონპროექტი” – გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი ,,რუსულ კანონზე”

,,მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიტანოს კანონპროექტი”, – ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” მიერ ხელახლა ინიცირებული “რუსული კანონი” საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას.

,,საქართველო: ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიტანოს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას, რომლებიც იღებენ თავიანთი დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან, როგორც “გარე ძალის ინტერესებში მოქმედი ორგანიზაციები.” ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას”, – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები