რუსეთში მურმანსკის ოლქის გუბერნატორი დაჭრეს

რუსეთში, ქალაქ აპატიტში, მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, მურმანსკის ოლქის გუბერნატორი ანდრეი ჩიბისი დაჭრეს. ინფორმაციას გამოცემა TASS-ი ავრცელებს და წერს, რომ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, პოლიციამ კი თავდამსხმელი დააკავა.

,,შეიარაღებული თავდასხმა იყო, რის შედეგადაც ის მუცელში დაჭრეს. თავდამსხმელი დააკავეს. ინციდენტი მოხდა ქალაქ აპატიტში, კულტურის სახლის გასასვლელთან, სადაც გაიმართა შეხვედრა.

ახლა გუბერნატორი საოპერაციოშია. ანდრეი ვლადიმროვიჩი გონზეა, ის თავად მივიდა მანქანამდე, საავადმყოფოში წასასვლელად, საუბრობდა და ყველა კითხვას უპასუხა”, – უთხრეს გამოცემას.

მსგავსი თემები