ფინეთმა რუსეთთან საზღვრის დაკეტვა უვადოდ გაახანგრძლივა

ფინეთმა რუსეთთან საზღვრის დაკეტვა უვადოდ გაახანგრძლივა. ინფორმაციას ფინეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და წერს, რომ ფინეთმა თებერვალში საზღვრის დაკეტვა 14 აპრილამდე გადაწყვიტა, მაგრამ უახლესი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ საზღვარი დახურული დარჩება, სანამ “ინსტრუმენტალიზებული მიგრაციის” რისკი არ დაეცემა.

ფინეთის მთავრობამ ასევე გადაწყვიტა რუსეთთან საზღვაო გზებიც დაეკეტა, რადგან რუსეთმა შესაძლოა მიგრანტები წაახალისოს და ფინეთში საზღვაო გზით შესვლისკენ მოუწოდოს.

ცნობისთვის, ფინეთმა რუსეთთან საზღვარი 2023 წლის ნოემბრის ბოლოს დახურა, რადგან მხოლოდ ნოემბერში, დაახლოებით 900 თავშესაფრის მაძიებელი ქვეყნებიდან, როგორიცაა კენია, მაროკო, პაკისტანი, სომალი და იემენი, რუსეთიდან ფინეთში შევიდა.

მსგავსი თემები