რუსეთში, თათრეთში საწარმოებზე დრონებით თავდასხმა იყო

რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკაში დრონებით თავდასხმა იყო. სამთავრობო მედია TASS-ის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატები თავს დაეხნენ საწარმოებს ქალაქ ელაბუგასა და ნიჟნეკამსკში, დაშავდა მინიმუმ ორი ადამიანი.

,,სერიოზული დაზიანება არ მომხდარა, საწარმოების ტექნოლოგიური პროცესი არ შეფერხებულა”, – ამბობს რესპუბლიკის მეთაურის პრესსამსახური.

,,ტელეგრამის არხებმა” გაავრცელეს ვიდეო, სადაც, სავარაუდოდ, ჩანს დრონი, რომელიც ეჯახება სამრეწველო შენობას და შემდეგ ძლიერი აფეთქებს ხმა ისმის.

მსგავსი თემები