შვეიცარიაში, სათხილამურო კურორტზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულებს ეძებენ

შვეიცარიაში, სათხილამურო კურორტ ზერმატში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულ სამ ადამიანს ეძებენ. პოლიციის ინფორმაციით, სულ მცირე სამი ადამიანი დაიკარგა და მაშველები, ცუდი ამინდის მიუხედავად, მათ კვლავ ეძებენ.

თოვლისა და ზვავის კვლევის ინსტიტუტის (SLF) განცხადებით, ,,მოსალოდნელია ძალიან დიდი და ზოგ შემთხვევაში ძალიან დიდი სპონტანური ზვავები.” მათი თქმით, შვეიცარიაში მიმდინარე სეზონზე, 12 ზვავსა და უბედურ შემთხვევას 14 ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი თემები