რუსეთის მიერ გაშვებული 10 ,,შაჰიდიდან” 9 ჩამოვაგდეთ – უკრაინის საჰაერო ძალები

გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას 10 ,,შაჰიდის” ტიპის დრონითა და რაკეტებით შეუტია. როგორც უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, მათ 9 დრონი ჩამოაგდეს.

,,2 აპრილის ღამეს, მტერმა უკრაინას შეუტია Kh-59 მართვადი საჰაერო რაკეტით ზაპოროჟიეს რეგიონის საჰაერო სივრციდან, ასევე 10 უპილოტო საფრენი აპარატით ოკუპირებული ყირიმიდან (კონცხ ჩაუდიდან). უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური სახანძრო ჯგუფების ნაწილებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონში ცხრა “შაჰიდ-136/131 გაანადგურეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები