“რუსების მიერ გაშვებული 12-ვე დრონი ჩამოვაგდეთ” – ამბები უკრაინიდან

რუსების მორიგი იერიში უკრაინაზე – უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ ღამით ოკუპანტების მიერ გაშვებული 12-ვე “შაჰიდის” დრონი ჩამოაგდეს.

უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ხარკოვზე, სუმზე და ნიკოლაევზე.

„მტერმა შეტევა ყირიმიდან და კურსკის ოლქიდან Shahed-ის ტიპის 12 უპილოტო საფრენი აპარატით განახორციელა, ასევე S-300 ტიპის ორი საზენიტო მართვადი რაკეტა დონეცკის მიმართულებით გაუშვა“, – ციტირებს მედია უკრაინის საჰაერო ძალების სარდალს, ნიკოლაი ოლეშჩუკს.

 

 

მსგავსი თემები