დრონებით თავდასხმა იყო ბელგოროდისა და სარატოვის ოლქებში

ოთხშაბათს ღამით, დრონებით შეტევა იყო, ქალაქ ენგელსზე, სარატოვის ოლქში და ბელგოროდის ოლქზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ ერთი უკრაინული დრონი ჩამოაგდო ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე, კიდევ ოთხი სარატოვის ოლქში.

სარატოვის ოლქის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმა განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა.

ენგელსის მაცხოვრებლები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ ინფორმაციას ქალაქში მომხდარი აფეთქებების სერიის შესახებ.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდია ბელგოროდი მუდმივი თავდასხმების ქვეშაა, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის ნაწილის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო.

მსგავსი თემები