დღეს პარლამენტში ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

დღეს, 20 მარტს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმენენ. ვახტანგ გომელაური საკანონმდებლო ორგანოში “მინისტრის საათის” ფორმატში მივა. ანგარიშის წარდგენის შემდეგ ის დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ კითხვები ექნებათ გახშირებულ ნარკოდანაშაულთან, ასევე, ფემიციდის შემთხვევებთან დაკავშირებით. ასევე, აინტერესებთ საზღვრის დაცულობის საკითხი.

მსგავსი თემები