ინდონეზიაში მცირე ზომის სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა – არის მსხვერპლი

ინდონეზიის ჩრდილოეთით, კალიმანტანის პროვინციის ტყეში, მცირე ზომის სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა, შედეგად დაიღუპა ეკიპაჟის ერთი წევრი.

სოფელ ბინუანგის ხელმძღვანელმა, კალვინ დაუდ იპინმა განაცხადა, რომ ინციდენტის შემდეგ Pilatus-ის თვითმფრინავის 29 წლის პილოტი ცოცხალი და უვნებელი იპოვეს, ხოლო 35 წლის ინჟინერი კი, რომელიც ავარიის დროს ბორტზე იმყოფებოდა, დაიღუპა. ეკიპაჟის ორივე წევრი სამძებრო-სამაშველო ჯგუფმა ჩრდილოეთ კალიმანტანის პროვინციის ქალაქ ტარაკანის საავადმყოფოში გადაიყვანა.

სატვირთო თვითმფრინავთან კონტაქტი პარასკევს ნაშუადღევს დაიკარგა. თვითმფრინავის ნამსხვრევები შაბათს საღამოს იპოვეს.

მსგავსი თემები