გადამწყვეტი დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის – ფოტიგა

,,გადამწყვეტი დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის”, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა თბილისში მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ გუშინ ღამით რუსული კანონის მოწინააღმდეგე სამ ადამიანზე ფიზიკურ თავდასხმას.

ფოტიგა აზიარებს რეზოლუციის ფოტოს, რომელიც ევროპარლამენტმა რუსული კანონის შესახებ მიიღო, ამ რეზოლუციის შესწორებაში საუბარი იყო ივანიშვილის სანქცირებაზე.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა 25 აპრილს, მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას მანამ, სანამ რუსული კანონი სამართლებრივ დღის წესრიგშია. გარდა ამისა, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციის შესწორებას, რომლითაც “ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ივანიშვილის სანქცირებაა მოთხოვნილი. შესწორებებში ასევე მოთხოვნილი იყო მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება და ის, რომ ევროკომისიას, შეაფასოს რუსული კანონის გავლენა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე.

მსგავსი თემები