უკრაინულმა დოკუმენტურმა ფილმმა, ,,20 დღე მარიუპოლში”, ოსკარი მიიღო

ლოს-ანჯელესში ოსკარის 96-ე დაჯილდოების ცერემონიალზე უკრაინელი რეჟისორის მესტილავ ჩერნოვის ფილმმა “20 დღე მარიუპოლში” გაიმარჯა ნომინაციაში საუკეთესო დოკუმენტური ფილმი.

ეს ისტორიაში პირველი ოსკარია, რომელიც უკრაინული ფილმის ავტორებს გადაეცათ. მანამდე ფილმმა, რომელიც 2022 წელს რუსული ჯარების მიერ მარიუპოლის ალყის შესახებ მოგვითხრობს, მიიღო ბრიტანული ჯილდო – BAFTA.

Associated Press-ის ჟურნალისტი მესტილავ ჩერნოვი ფოტოგრაფ ევგენი მალოლეტკასთან და პროდიუსერ ვასილისა სტეპანენკოსთან ერთად გაემგზავრა მარიუპოლში 2022 წლის 23 თებერვალს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის წინა დღეს. “ვისურვებდი, არასდროს გადამეღო ეს ფილმი” – თქვა რეჟისორმა.

დიდწილად მათი მუშაობის წყალობით მსოფლიომ შეიტყო რა მოხდა მარიუპოლში 2022 წლის გაზაფხულზე, როდესაც რუსეთის ჯარებმა ალყა შემოარტყეს ქალაქს და ყოველ დღე ანადგურებდნენ მას.

როგორც კინოკრიტიკოსებმა იწინასწარმეტყველეს, ტრიუმფატორი იყო კრისტოფერ ნოლანის “ოპენჰაიმერი”. ჯამში ფილმმა შვიდი ოსკარი მოიპოვა (და ნომინირებული იყო 13 კატეგორიაში). ნოლანმა ასევე მიიღო ოსკარი საუკეთესო რეჟისორისთვის, რაც მის კარიერაში პირველია. ფილმში მთავარი როლის შემსრულებელმა, კილიან მერფიმ ასევე მიიღო ჯილდო.

მსგავსი თემები