ჯანდაცვის სპეციალისტები მოსახლეობას ვაქცინაციაში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებენ

დღეს ჩინური ვაქცინით ინფექციურ საავადმყოფოში აიცრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი. ვაქცინაციის შემდგომ მანაც და ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამაც საზოგადოებას კიდევ უფრო გააქტიურებისკენ მოუწოდეს.

“მატება ჯერჯერობით შეინიშნება, პიკი როდის იქნება მე ვერ გეტყვით მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები პასუხისმგებლობით მოეკიდებიან და დაიცავენ იმ რეკომენდაციებს რაც აუცილებელია, რომ ეს პიკი რაც შეიძლება სწრაფად დავწიოთ და არ გვქონდეს ისეთი, როგორსაც ველოდებით,” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ხათუნა ზახაშვილის თქმით, სწორედ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე გადის ის გზა რომელმაც მსოფლიო პანდემიის საბოლოო დამარცხებამდე უნდა მიიყვანოს:

“კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე გადის ის გზა რომელიც ჩვენ მიგვიყვანს პანდემიის საბოლოო დამარცხებამდე და ჩვენს ქვეყანას მისცემს ამოსუნთქვის საშუალებას, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ეს დაძლევადი საკითხია, შეგვიძლია მოზრდილები ყველა ერთიანად მოვბილიზდეთ ყველამ მივიღოთ ჩვენთვის გან კუთვნილი ვაქცინა და ამითი ვიხსნათ ჩვენი ქვეყანა.

ყველაზე ცუდი სცენარით, ალბათ რამდენიმე ასეულით კიდევ შეიძლება მოიმატოს შემთხვევების რაოდენობამ ყოველდღიურად, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია ყოველდღიურ ჩვენს ქმედებაზე ესაა ნიღაბი, დისტანცია, სივრცეების ხშირი განიავება,” – აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

მსგავსი თემები