ცნობილია, რატომ იჩხუბეს მგზავრებმა თვითმფრინავში, რომელიც ავარიულად დაეშვა

,,მთვრალი იყო და იგინებოდა, მანდვე მჯდომ გოგოს ავიწროებდა”. ერთ-ერთი მგზავრი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, თუ რატომ იჩხუბეს ქართველმა და რუსმა ბორტზე.

მგზავრებს შორის ფიზიკური დაპირისპირების გამო, ავიაკომპანია “ვიზეარის” მემინგენი-ქუთაისის რეისი რუმინეთში ავარიულად დაეშვა.

თვითმფრინავის დაშვების შემდეგ, მხარეები ბორტიდან პოლიციის თანხლებით ჩაიყვანეს. როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.

მსგავსი თემები