ჩრდილოეთ ღაზაში ბავშვები შიმშილით იღუპებიან – ჯანმოს დირექტორი

ჩრდილოეთ ღაზაში ბავშვები შიმშილით იღუპებიან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

მისი თქმით, ორგანიზაციის წარმომადგენლები ოქტომბრის შემდეგ პირველად ეწვიენ ალ-ავდასა და ქამალ-ადვანის საავადმყოფოებს.

ღაზაში “ჰამასის” მიერ მართულმა ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქამალ-ადვანის საავადმყოფოში, სულ მცირე, 15 ბავშვი გარდაიცვალა არასრულფასოვანი კვებისა და გაუწყლოების შედეგად.

,,საკვების ნაკლებობის შედეგად 10 ბავშვი დაიღუპა”, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.

მსგავსი თემები