ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი ხუთშაბათს აშშ-მექსიკის საზღვართან ჩავლენ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი ხუთშაბათს აშშ-მექსიკის საზღვართან ჩავლენ. საზღვართან ვიზიტი ბაიდენს მისცემს შესაძლებლობას, დაარწმუნოს ამომრჩევლები, რომ ის მიგრაციის პოლიტიკას სერიოზულად ეკიდება, ხოლო ტრამპისთვის ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, ყურადღების ცენტრში მოაქციოს ის საკითხი, რომელიც მისი მთავარი აქცენტია პოლიტიკურ კარიერაში. თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტი ბაიდენი ქალაქ ბაუნსვილს ეწვევა, ხოლო ტრამპი ქალაქ იგლ ფასს. ტრამპი და რესპუბლიკელები ბაიდენს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ეს ძალიან მცირეა იმის ფონზე, რისი გაკეთებაც ბაიდენს აქამდე შეეძლო მიგრაციის პოლიტიკის კუთხით და საზღვართან ჩასვლას ძალიან დაგვიანებულს უწოდებენ. როგორც „ბიბისი“ წერს, ტეხასში ვიზიტი არის…

მეტი...

გაირკვა 22 წლის გოგოს სასტიკი მკვლელობისათვის დაკავებულის ვინაობა

სამგორში 22 წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე 2003 წელს დაბადებული ოთარ ცინდელიანი დააკავეს, პოლიციამ ის ზუგდიდში აიყვანა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით, ნაცნობ ქალს – 2003 წელს დაბადებულ ქ.ჯ.-ს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ო.ც. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს”, – წერია შსს-ს განცხადებაში.

მეტი...

ცნობილია სად დააკავეს ლილოში 21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს კაცი, რომელსაც გუშინ ლილოს დასახლებაში 21 წლის ქალის მკვლელობა ედება ბრალად. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით, ნაცნობ ქალს – 2003 წელს დაბადებულ ქ.ჯ.-ს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “მ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მეტი...

ავტობუსების შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა

ჰონდურასში, ავტობუსების შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, ერთი ავტობუსი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყო, მეორე კი კერძო კომპანიის, რომელსაც მიგრანტები საზღვარზე მიჰყავდა. დაღუპულთა ოჯახებს სოციალური ქსელით მიუსამძიმრა ქვეყნის პრეზიდენტმა.

მეტი...

,,არასდროს იქნება მშვიდობა ჩვენნაირი ქვეყნებისთვის, თუ რუსეთი არ შეიცვალა – ამის ერთადერთი გზა უკრაინაში დამარცხებაა” – ზურაბიშვილი

,,არასდროს იქნება მშვიდობა ჩვენნაირი ქვეყნებისთვის [საქართველო, მოლდოვა, უკრაინა], თუ რუსეთი არ შეიცვალა – ამის ერთადერთი გზა უკრაინაში დამარცხებაა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, Chatham House-ის – საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ,,საქართველომ, რომ გააგრძელოს ეს გზა და ნამდვილად შევიდეს ევროპულ ოჯახში, როგორც სრულფასოვანი წევრი, იმისთვის რომ გავიაროთ ეს გზა, მივუახლოვდეთ იმ ჰორიზონტს და მოვახდინოთ ტრანსფორმაცია ამ ქვეყნის, როგორც არა პოსტსაბჭოთა ქვეყანა, არამედ როგორც ნამდვილი ევროპული ქვეყანა, მთავარი გამოწვევა რჩება რუსეთი – დიდი გამოცდილება გვაქვს, რას ნიშნავს რუსეთის მეზობლობა და ვიცით, რას ნიშნავს, როცა…

მეტი...

ევროპარლამენტში მიიღეს ორი რეზოლუცია, სადაც საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებია გაკეთებული

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე მიიღეს ორი რეზოლუცია, სადაც საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებია გაკეთებული. ანგარიშები ევროპარლამენტარების მიერ 2023 წლის საერთო საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკისა და თავდაცვის განხორციელების შესახებაა მომზადებული. სესიაზე დევიდ მაკალისტერის რეზოლუციას 338 ხმით, 86-ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი, სვენ მიქსერის რეზოლუციას კი 350 დეპუტატი, 91-ის წინააღმდეგ მიემხრო. დოკუმენტებში საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერაა გამოთქმული და მკაცრად არის დაგმობილი რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპირება. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ რუსული სამხედრო აგრესია ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოში განიცადა. დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ხაზს უსვამს, რომ რუსეთის…

მეტი...

,,საქართველოს დნმ-ის კოდშია ჩადებული, რომ ევროპული ქვეყანა იყოს” – სალომე ზურაბიშვილი

,,საქართველოს დნმ-ის კოდშია ჩადებული, რომ ევროპული ქვეყანა იყოს”, – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, Chatham House-ის საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მან საქართველოს უახლესი ისტორია მიმოიხილა და ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზეც ესაუბრა. ,,საქართველოს ევროპული არჩევანი თავისთავად ამბობს ყველაფერს. ეს შანსი, რომელსაც საქართველო იყენებს და მისდევს ამ გზას დამოუკიდებლობის შემდეგ, საქართველოს დნმ-ის კოდშია ჩადებული, რომ ევროპული ქვეყანა იყოს. ეს არის ის, რაც ამოძრავებს საქართველოს და ქართველებს, რამაც მე-20 საუკუნეში საქართველოს დამოუკიდებლობა განაპირობა. ჩვენ, ყველანი, ევროპულად ორიენტირებულნი ვართ. ჩვენ ადრე ვიღებდით ინსტრუქციებს რუსული ინსტიტუტებისგან…

მეტი...

,,ის არ არის პოლიტიკური ოპონენტი ციხეში, ის არ არის ალექსეი ნავალნი” – სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილზე

სააკაშვილის შეწყალების შესაძლებლობა მორალური გადაწყვეტილებაა, რომელსაც ჩემით მივიღებ, შეუძლებელია ამაზე გავლენის მოხდენა საგარეო ან შიდა ზეწოლით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Chatham House-ში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხის დროს განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილი ალექსეი ნავალნი არ არის. მან ისაუბრა სააკაშვილის მმართველობის პერიოდზე და განაცხადა, რომ ის პატიმრობაში “რეალური მიზეზით” არის. ,,თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ სად იქნება სააკაშვილი. ის დაპატიმრებული პოლიტიკური ოპონენტი არაა, ის ნავალნი არ არის. ის ყოფილი პრეზიდენტია, რომელსაც თავისი პრეზიდენტობის დროს ბევრი ისეთი რამ ჰქონდა, რასაც არ ვიცი, რა…

მეტი...

21 წლის გოგოს მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციამ დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ქეთი ჯავახიშვილის ნათესავია. გოგოს ცხედარი გუშინ სამგორის რაიონში, საკუთარი სახლის წინ, ორმოში მამამ ნახა. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აქვს. მკვლელობის ადგილიდან ამოღებულია მოკლულის მობილური ტელეფონი. დანაშაულის  მოტივი უცნობია, თუმცა სამართალდამცველები რამდენიმე ვერსიაზე მუშაობენ, მათ შორის განიხილება ფულის გამოძალვისა და შურისძიების ვერსიებიც. სამართალდამცველები და კინოლოგები დანაშაულის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ამოღებულია კონკრეტული ნივთმტკიცებები. ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, გამოძიება კი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

მეტი...